logo
ENG



"საქართველო პუტინიზმის გზას ადგას" - ოცნების განცხადების შემდეგ POLITICO ბოკუჩავას ესაუბრა

23 აგვ 202412:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/ls05ijoslrdpy99.jpg

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადების შემდეგ, სადაც ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე "ნაციონალური მოძრაობისა და ყველა მისი სატელიტი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებით" იმუქრებიან, გამოცემა POLITICO ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას ესაუბრა.

POLITICO-სთან ინტერვიუში თინა ბოკუჩავამ ხელისუფლების მუქარას "საქართველოს ბელარუსიზაციის მცდელობა" და "საქართველოს ნამდვილი მეგობრების განდევნისა და ავტორიტარული რეჟიმებით - რუსეთით, ჩინეთითა და ირანით" ჩანაცვლების მცდელობა უწოდა.

სტატიაში მოყვანილია განცხადების ფრაგმენტი როგორც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, ასევე ოთხშაბათს, საარჩევნო კამპანიის დაწყებისას ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდანაც, რომელმაც თქვა, რომ "მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ღირებულებების და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს".

თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იმედები "ძაფზე ჰკიდია", ქართველ ხალხს კი მკაფიო არჩევანი ეძლევა - თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს შორის. 

"ქართველ ხალხს ეძლევა მკაფიო არჩევანი თავისუფლებასა და ნათელ ევროპულ მომავალს ან პუტინის სტილის ავტორიტარულ მმართველობას შორის, რომელიც გეგმავს ოპოზიციის მოსპობას, ყველას, ვისიც შეუძლია, აკრძალვას და ქვეყნიდან გაძევებას, მმართველობის ბოლომდე კონსოლიდირებას და დასავლეთის განდევნას", - თქვა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავამ მოუწოდა ევროკავშირსა და აშშ-ს, შეასრულონ დაპირებები და დაუწესონ სანქციები ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს. აშშ-მა და EU-მა არაერთხელ გააფრთხილეს ისინი, რომ შედეგები მოჰყვებოდა მათ ქმედებებს, ვინც პასუხისმგებლები არიან მზარდ პრორუსულ მიდრეკილებებზე.

POLITICO ბრიუსელის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გაყინვაზე, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ინიცირებაზე და შედეგად, ათიათასობით ადამიანის პროტესტზეც წერს. 


close დახურვა